გიორგი რურუა-იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება

მთავარი არხის“ მეწილემ გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე სიტყვა წარმოთქვა და იმედი გამოთქვა, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება.


„მივესალმები შეთანხმება და იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის. მახარებს, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა წინ“
, – განაცხადა რურუამ.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაში„გაჩნდა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მართლა მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდეს”
შემდეგი სტატია“დღეში 5-10 შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის, მთავარია შემთხვევები ათეულობით არ იყოს”