“გიორგი რურუა არის ივანიშვილის პირადი პატიმარი” – თინა ბოკუჩავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გიორგი რურუა იმყოფება პატიმრობაში, არის ის, რომ ის ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს საოკუპაციო მოძრაობას და ანტისაოკუპაციო აქციებს.

მისივე თქმით, რურუა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

“გუშინდელი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გიორგი რურუა იმყოფება პატიმრობაში, არის ის, რომ ის ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს საოკუპაციო მოძრაობას და ანტისაოკუპაციო აქციებს. ასევე, მან გადამწყვეტ მომენტში ფინანსური დახმარება გაუწია ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ არხს „მთავარს“. ეს არის ორადორი მიზეზი, რის გამოც გიორგი რურუა დღეს იმყოფება პატიმრობაში. ის არის ივანიშვილის პირადი პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ ასეთი აქტივიზმი და ოპოზიციური ტელევიზიის მხარდაჭერა ისჯება ჩვენს ქვეყანაში” – აღნიშნა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი სახელმწიფოსთვის ადამიანი არ არის მთავარი ღირებულება და მისი ადგილი ზვიგენის გასაბერ ატრაქციონს უკავია – მშვენიერაძე
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს შეხვდა