გიორგი რუხაძე: აღარც ლიდერი ხარ, აღარც პარტიაზე ზრუნავ და საქმე გაქვს კატასტროფულად ცუდად

“მოძრაობა ხალხისთვის” ყოფილი წევრი გიორგი რუხაძე, დღეს ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ პარტიის დატოვებას “ფეისბუქით” ეხმაურება და წერს:
“პარტიიდან წამოსვლის შემდეგ 1 აბზაციც კი არ დამიწერია ფბ-ზე. არც ვაპირებდი, უბრალოდ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ახალგაზრდული მოძრაობის მხრიდან პარტიის დატოვებას და ამაზე ბურჭულაძის მხრიდან არც თუ ღირსეულ რეაგირებას, თითქოს ახალგაზრდებმა სუსის ზეოწლის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება. როდესაც ამბობ, რომ პოლიტიკაში იმიტომ მოდიხარ რომ ახალი სახეები, ახალგაზრდა პროფესიონალები მოიყვანო პოლიტიკაში და როდესაც იმასაც ვერ ახერხებ რომ შეინარჩუნო ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც პარტიას უანგაროდ ემსახურა და მის მშენებლობაში უდიდესი როლი შეასრულა, აშკარაა რომ აღარც ლიდერი ხარ, აღარც პარტიაზე ზრუნავ და საქმე გაქვს კატასტროფულად ცუდად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის შენ აღარ გეკუთვნის. ახალგაზრდობა არის პარტიის ‘სინდისი’ და დღეს მან დატოვა ე.წ. ლიდერიც და პარტიაც.” წერს გიორგი რუხაძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ივანიშვილი საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანს
შემდეგი სტატიანიუ-იორკში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 28 წლის აჰმად ხან რაჰამიზე ძებნა გამოცხადდა