თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ონლაინ-ჩართვის დროს გიორგი გახარიასა და თეა წულუკიანს შორის მწვავე დიალოგი წარიმართა, რომელიც ქვეყნიდან გიორგი გახარიას წასვლას ეხებოდა. გახარიამ განაცხადა, რომ არა აქვს ვალდებულება, წარუდგინოს კომისიას მისი ელექტტრონული ფოსტის წერილები, რითაც დადასტურდება, რომ გახარიამ ქვეყნიდან წასვლა მანამდე დაგეგმა, სანამ შეიტყობდა, რომ კომისიის სხდომაზე იბარებდნენ.
თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას კორექტულობის ფარგლებში დარჩენისკენ მოუწოდა: “ვფიქრობ, ეპითეტები თქვენზე მეტი ვიცი, ასე მგონია. და ლექსიკაც მეტი მაქვს”.
დიალოგში ჩაერთო ალუდა ღუდუშაური, რომელმაც გახარიასთან საუბარში ჟარგონული სიტყვაც გამოიყენა:
“გიორგი, მოიხედე აქეთ, რა დღეში ხარ? შეგეშინდა, რომ გაიქეცი? ახლა ონლაინ ხარ ჩართვაში და ბლატაობ? შენ, ეტყობა, “დათა თუთაშხიას” ბევრ უყურებდი, აი, ის როა, რა უცნაურად წავიდაო… ცოტა გააკონტროლე საუბარი… უყურე ერთი ამას, რომ “ბლატაობს” აქ…”, – თქვა ღუდუშაურმა, რომელსაც სიტყვა თეა წულუკიანმა შეაწყვეტინა და კორექტულობის ფარგლებში დარჩენისკენ მოუწოდა.