გიორგი ქოჩორაშვილი – გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს – ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა

გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა.

„ისტორია, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ და კვლავაც ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს.

ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით კიოლნში“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
შემდეგი სტატიაზელენსკი – ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც საერთო ღირებულებებს იზიარებს, ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს, ეს ეხება საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, ბალკანეთს