გიორგი ქობულია – საქართველოში სიღარიბე ორჯერ შემცირდა, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალ დონეზეა

სიღარიბე არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა, სიღარიბესთან ბრძოლა კი, ნომერ პირველი ამოცანა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანგარიშს წარადგენს.

მისი თქმით, მთავრობა აღნიშნულ პარამეტრს მუდმივად თვალს ადევნებს და 2010 წლიდან სიღარიბე ორჯერ არის შემცირებული, თუმცა, შემცირების ტემპები დაბალია.

„თუ 2010 წელს სიღარიბე საქართველოში იყო 40 პროცენტი, ანუ პრაქტიკურად, თითქმის ყოველი მეორე ადამიანი იყო ღარიბი, ეს პარამეტრი საკმაოდ შემცირდა დღემდე – 20 პროცენტამდე, ანუ ორჯერ. 2013 წლიდან რომ დავაკვირდეთ, შემცირებულია 10 პროცენტული ელემენტით. ამავე დროს, ეს პარამეტრი რჩება საკმაოდ მაღალ დონეზე – 20 პროცენტი. იყო საუბარი იმაზე, უჭირს თუ არა ხალხს, რა თქმა უნდა, ხალხს უმძიმესად უჭირს. 20 პროცენტი სიღარიბე ეს არის უზარმაზარი მაჩვენებელი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, ეს არის უდიდესი პრიორიტეტი ჩვენთვის, პირველი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამასთან, მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა სიღარიბის დაძლევის ბევრად უფრო მაღალი ტემპი.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში სიღარიბის კლების ტემპები საგრძნობლად შემცირდა და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. გვჭირდება სიღარიბის დაძლევის ბევრად უფრო მაღალი ტემპი“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ კომიტეტის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში 14 წლის მოზარდი გაუჩინარდა
შემდეგი სტატიახალხს ძალიან უჭირს და ეს გასაჭირი იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება არ უარესდება