გიორგი ქობულია – საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში მოხდება

საპენსიო ფონდის პრინციპების მიხედვით, საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში მოხდება, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. მისი თქმით, ეს არის ფასიანი ქაღალდები, რომელთა საიმედოობა პრაქტიკულად არის სუვერენულ დონეზე და ეს ნიშნავს, რომ ამ ფასიანი ქაღალდების გაუფასურების რისკი პრაქტიკულად, ნულის ტოლია.

„პრაქტიკულად, ასეთი სისტემა სხვაგან არ არსებობს. ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს არ შეაქვს საპენსიო ფონდში დამატებით ორი პროცენტი და თანხას დაქირავებულს ახდევინებს. ჩვენ კიდევ უფრო წინ წავედით, მეტი ანგარიში გავუწიეთ ჩვენს მოსახლეობას და სახელმწიფოს შეაქვს კიდევ ორი პროცენტი ყველა მოსახლეზე. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან სასარგებლო რეფორმა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, დღეს მოსახლეობის თანხები არის სადეპოზიტო ანგარიშებზე, რომლის სარგებელიც ინფლაციაზე ბევრად მეტია.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მმართველი გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდა