გიორგი ქობულია – ევროკავშირთან ვაჭრობის მხრივ ერთი თვის მაჩვენებელი ტენდენციის დამამტკიცებელი არ არის

ევროკავშირთან ვაჭრობის მხრივ შესაძლოა, დროებითი ჩავარდნა იყოს, მაგრამ ძირითადი ტენდენცია ვნახეთ 2018 წლის განმავლობაში, როცა ზრდა იყო 19 პროცენტამდე, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთი თვის მაჩვენებელი ტენდენციის დამამტკიცებელი არ არის.

„ექსპორტის ზრდა დსთ-ის ქვეყნებში არ მიმაჩნია პრობლემად. აგრეთვე, დსთ-ის ქვეყნები არიან ჩვენი სავაჭრო პარტნიორები, ერთ-ერთი ყველაზე დიდი. რაც შეეხება ევროკავშირთან ვაჭრობას, შესაძლებელი არის დროებითი და ერთი თვის განმავლობაში იყოს რაღაც ჩავარდნა, მაგრამ ძირითადი ტენდენცია ჩვენ ვნახეთ 2018 წლის განმავლობაში, 19 პროცენტამდე იყო ზრდა. ველოდებით, რომ 2019-შიც, წლის ბოლომდე ასეთივე ზრდა გვექნება. ერთი თვის მაჩვენებელი რამე ტენდენციის დამამტკიცებელი არ არის, ვნახოთ რა იქნება კვარტლის განმავლობაში“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, მინისტრის თქმით, დსთ-ის ქვეყნები იყო, არის და იქნება საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი.

„ისინი არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მათი ბაზრების პოტენციალი. აქ არ არის საუბარი მხოლოდ რუსეთზე. საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის მაგალითად, ყაზახეთი და ა.შ. ესენი მზარდი ბაზრებია, რომლებიც კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას შექმნიან საქართველოს პროდუქციაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით, ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ს ქვეყნებში კი, გაიზარდა.

banner
წინა სტატიაში“წყალი ჩვენთან არ არის, გაზი ჩვენთან არ არის“ – ივანიშვილი ხეების გადატანას განაგრძობს, მოსახლეობას კი პრობლემები ექმნება
შემდეგი სტატიაახლა მთავარია, უმრავლესობის წევრებს ქუჩაში არ აერიოთ წითელი და მწვანე ღილაკები – კვაჭანტირაძე უმრავლესობაზე