გიორგი ქადაგიძემ ექსპერტები ვადის ამოწურვამდე პირისპირ სასაუბროდ დაჰპატიჟა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ეკონომიკის სფეროში მომუშავე ექსპერტებს ბანკში სასაუბროთ ეპატიჟება.

ეს შეთავაზება გიორგი ქადაგიძემ გადაცემა არჩევანში ექსპერტებთან საუბრის დროს გააკეთა და თქვა, რომ ის მზად არის, ყველა სპეციფიურ დეტალზე მათთან პირისპირ ისაუბროს.

„მე ახლავე შემიძლია, შეთავაზება გაგიეთოთ, კიდევ 5 დღე ვარ ეროვნულ ბანკში და დაგპატიჟოთ ყველა დაინტერესებული პირი და დეტალურად გავიაროთ ეს პროცესი. თქვენს რეკომენდაციებსაც მოვისმენ და განახებთ, როგორ არის მოწყობილი სისტემა,“ – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაში,,ლარის მეტად გაუფასურებას არავითარ შემთხვევაში აღარ ველოდებით”
შემდეგი სტატია(video)უმაღლესმა რადამ უნდობლობის რეზოლუცია ვერ მიიღო