გიორგი ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლოში დღეს დაიკითხება

ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს, 16:00 საათზე გამოკითხავენ. როგორც ცნობილია, ქადაგიძე დაკითხვაზე პროკურატურაში იყო დაბარებული, თუმცა იქ გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქადაგიძის დაკითხვა „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაგეგმილი.

პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ მიერ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს შეიცავდა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ კონსულტაციები შუალედურ არჩევნებს ეხებოდა
შემდეგი სტატიაეკა ბესელიამ „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში“ ცვლილების პროექტი წარადგინა