გიორგი ქადაგიძე სებ-ის თანამშრომლებს დაემშვიდობა

გიორგი ქადაგიძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში თავისი ბოლო შეხვედრა გამართა და ბანკის თანამშრომლებს დაემშვიდობა. თითოეულ მათგანს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
“დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს ბანკში გატარებული წლებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. ვფიქრობ, ერთად ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შევძელით, რაც უდავოდ არის თითოეული თქვენგანის დიდი შრომისა და მონდომების შედეგი. შემდგომ წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიელისო ჩაფიძე: სასურველი იქნებოდა, ხელისუფლების წარმომადგენლები პროცესში უფრო ადრე ჩართულიყვნენ
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4839 ლარი გახდა