გიორგი ქადაგიძე – გაცილებით დიდ მასშტაბთან გვაქვს საქმე, “თიბისი ბანკის” საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა

დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი

დამფუძნებელი პარტნიორები აკეთებენ განცხადებას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ადგილი აქვს ორკესტრირებულ პოლიტიკურ შეტევას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ამ წუთებში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.

როგორც ქადაგიძემ განმარტა, “თიბისი ბანკის” საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა. ის საქმის მაქსიმალური საჯაროობის აუცილებლობაზე საუბრობს.

“მაინტერესებს, რაზეა საუბარი. მოგეხსენებათ, 11 წლის წინანდელია, 22 წლის, თუ შარშანდელი, რა ხდება მთელი ამ ტრანზაქციების ირგვლივ, ბუნდოვანებით არის მოცული. განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა დამფუძნებელი პარტნიორები აკეთებენ განცხადებას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ადგილი აქვს ორკესტრირებულ პოლიტიკურ შეტევას. ამიტომ ამ კონტექსტში და ამ პრიზმაში, საკითხი არის გაცილებით უფრო ფართო, გაცილებით უფრო საჯარო, ვიდრე კონკრეტული ტრანზაქცია განხორციელებული პროცედურების დარღვევით, თუ პროცედურების დაცვით. გაცილებით დიდი მასშტაბის საქმესთან გვაქვს საქმე და გაცდა ეს საკითხი ამ ოპერაციების საკითხს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მაქსიმალური საჯაროობა”, – განაცხადა ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა
შემდეგი სტატიადალია გრიბაუსკაიტე – ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი