ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ივანიშვილის გამოსვლას ეხმაურება:
,,არავისთან ბოდიში არა მაქვს მოსახდელი მე და არც იმ სახელმწიფოს რომლის პასპორტიც დღემდე მიდევს ჯიბეში… არავისთან დედამიწის ზედაპირზე. აქეთ მოგვიხადონ ბოდიში, იმისთვის რაც გააკეთეს გარეწარ რუსებთან ერთად..
მადლობა ყურადღებისთვის..”
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის “ნიურნბერგის პროცესი” დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი “გარედან დაგეგმილი პროვოკაცია” იყო, რომლის “გამჩაღებელი” მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ “აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები”.