გიორგი ფხაკაძე: რეალურად საქართველში შეიძლება დღეში 10 000-მდე ინფიცირებული იყოს, ეპიდემია უკონტროლოა

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში საგანგაშო ეპიდვითარებაა.

ფხაკაძის შეფასებით, ქვეყანა სრულად უნდა ჩაკეტილიყო ოქტომბერში, რათა დღევანდელ რთულ ეპიდსიტუაციამდე არ მისულიყო. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეალურად შეიძლება 10,000 იყოს.

“ოქტომბრის დასაწყისში, ქვეყანა უნდა ყოფილიყო დაკეტილი, მთლიან დაკეტვაზე მაქვს საუბარი…. ჩვენ ეს გამოგვეპარა, ახლა უკვე ეპიდემია არის უკონტროლო. 3000 ადამიანი არის ინფიცირებული საქართველოში? –რა თქმა უნდა არა, რეალურად ინფიცირებული დღეში საქართველოში არის, დაახლოებით ორჯერ და სამჯერ მეტი, შეიძლება 10,000–მდეც იყოს.

მოცემულობა არის ის, რომ რეანიმაციული საწოლები საქართველოში აღარ არის, მე ხომ მაქვს ურთიერთობა ექიმებთან საქართველოში, არ არის, ანუ პრაქტიკულად ჩვენ გამოგვეპარა ოქტომბერი და ახლა უკვე “ემერჯენსი” , საგანგებო მდგომარეობაა. თითო წუთი დაგვიანება, არის თითო ადამიანის სიცოცხლე, ჩაკეტვა კარგია, რადგან ყველაფერი იკეტება, ნიშნავს, რომ გადასახადიც, იჯარაც არ უნდა გადაიხადოს ადამიანმა, როცა იკეტება, ყველანი ვიკეტებით. – ამბობს, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური – ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო
შემდეგი სტატიალავროვი: ყველა მოიგებს თუ ახალი START-ის შეთანხმება წინაპირობების გარეშე გაგრძელდება