გიორგი ფხაკაძე: კორონავირუსის ახალი შტამი საშიშია და თავდასაცავად უნდა მოვემზადოთ

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შესახებ წერს.მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი საშიშია და თავდასაცავად უნდა მოვემზადოთ.

„ომიკრონი“ საშიშია. ბავშვების, 5 წლამდე, ჰოსპიტალიზაცია არის უფრო მაღალი დელტასთან შედარებით უფრო დეტალური, და სავარაუდოდ, არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება 6-7 დღეში.

ეს ვარიანტი, სავარაუდოდ, ცირკულირებს მსოფლიოში უკვე 3-4 თვე. ეს ვარიანტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული და შესაძლებელია რომ ეს ვარიანტი უკვე საქართველოშია.

ბრაზილიაში რიოში, მსოფლიოში ცნობილი საახალწლო ზეიმი აღარ იქნება.

რუსეთში რეკორდული ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლებია და ასე შემდეგ. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ.

რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას:

🔴 ყველა საქართველოში ჩამოსული ადამიანი, ვაქცინირებული და არა ვაქცინირებული, უნდა წარადგინოს პსრ ტესტი (48 საათით ადრე) სანამ გადალახავს საქართველოს საზღვარს.

🔴 სასწრაფოდ გადასვლა მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე („ფაიზერ/ბიონტეკზე“ ან „მოდერნაზე“)

🔴 ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინირებულისთვის მე-2 დოზიდან 3 თვეში. მე-3 დოზა უნდა იყოს მხოლოდ „ფაიზერ/ბიონტეკის“ ან „მოდერნას“ ვაქცინა სრულიად ვაქცინირებული უნდა იყოს: 1 დოზა, მე-2 დოზა 21-28 დღეში, მე-3 დოზა მე-2 დოზიდან 3 თვეში.

კოვიდ საშვის „გამწვანება“ უნდა იყოს მხოლოდ:

🔴 სრულიად ვაქცინირებული პროტოკოლის მიხედვით.

🔴 პსრ ტესტი 24 საათის ვალიდურობა.

🔴 კოვიდ გადატანილი პოზიტიური ტესტი 3 თვეს ვალიდულობა.

თავს ნუ ვიტყუებთ. მოვემზადოთ, მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობა არის“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ
შემდეგი სტატიაეპიდვითარება საქართველოში-გარდაიცვალა 46 ადამიანი