გიორგი ფხაკაძე – ჩინეთმა აღიარა, რომ მათი ვაქცინა არ არის ეფექტური

“✅ბოლო ინფორმაცია ვაქცინებთან დაკავშირებით
✅საბოლოო ჯამში ჩინეთმა აღიარა, რომ მათი ვაქცინა არ არის ეფექტური. მათივე აღიარებით, ამ ვაქცინის ეფექტურობა მაქსიმუმ 50, 4 %-ია. შედარებისათვის – ფაიზერის ეფექტურობა 94%-ია.
✅აქამდეც მქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ მისი გაჟღავნების უფლება არ მქონდა. ახლა უკვე საჯაროა და გატყობინებთ. ისე, როცა რაიმეზე ირიბად გაფრთხილებთ, კარგი იქნება, რომ ქვეტექსტებს ყურადღება მიაქციოთ და გაითვალისწინოთ;
✅სხვათა შორის, უკვე ექსპერიმენტებს ატარებენ, რომ შეიძლება, ჩინური ვაქცინის 2 დოზა არ იყოს საკმარისი და მესამეც იყოს გასაკეთებელი;
✅ზოგი ჩინელი მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ პირველი დოზა ჩინური ვაქცინის გაკეთების შემდეგ მეორე დოზად ასტრაზენეკა უნდა გაკეთდეს, წარმოგიდგენიათ ხომ რადომხალია⁉️
✅შეგასხენებთ, საქართველოში ჩინური ვაქცინები უკვე ჩამოსულია, ზოგი გვაჩუქეს და ზოგი ვიყიდეთ… რავ ვიზამთ…. ფულის შოვნა ისეთი რამეა ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველა აკეთებს, როგორც შეუძლია…
✅ისე, ამ კონტექსტში ზოგიერთების გასაგონად – სანამ რაღაცას გააკეთებთ, ერთი-ორი დღით ადრე სტრატეგიულად რომ გადახედოთ პერსპექტივაში მოსალოდნელ შედეგს, არ იქნებოდა ცუდი;
✅ყველაფერს რომ აკეთებთ ჩქარა-ჩქარა თემების დალაგებით და ისე, რომ მაქსიმალურად მოტეხოთ ფული… ხომ იცით, რომ გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, იყო არასწორი გადაწყვეტილება… პიროვნულად არავის ვერჩი, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას❗️
✅ფაიზერს რაც შეეხება, უკვე წამოვიდა კვლევები, რომ მისი გამოყენება 12 წლის აასკიდან შეიძლება და კომპანიამ ამერიკის წამლის სააგენტოში გამოყენების ნებართვასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე შეიტანა;
✅ახლა ნახევრადხუმრობით – მსოფლიოში რამდენიმე კორონავაქცინაა, მაგრამ ვაქცინების ხაჭაპური ბოლომდე არც ერთი არაა გამომცხვარი, ყველაზე ახლოს გამოცხობასთან მაინც ფაიზერი დგას….
✅გავიმეორებ – ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და მოსახლეობას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია. უნდა იყოს ღია დიალოგი და შესაბამისმა სტრუქტურებმა მოქალაქეებთან საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოონ. ასევე მათ უნდა განუმარტონ ხალხს, რომ სამედიცინო პირბადეში ჭიები არ არის და მისი გამოყენება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამაზე გიორგი ფხაკაძე კი არ უნდა ლაპარაკობდეს 24 საათი. საქართველოში არსებობენ სამსახურები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ამის გაკეთება და ამაში ხელფასს იღებენ❗️
✅საქართველოში გაქანებული მესამე ტალღა დაიწყო. ამაზე სამი კვირის წინ გამოვაცხადე, დღეს უკვე საქართველოს ოფიციალურმა პირებმაც აღიარეს.
✅გაუფრთხილდით თავს…. დაიცავით ორ მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან და გახსოვდეთ – სამედიცინო პირბადეში ჭიები არ არის❗️
❗️გისურვებთ ჯანმრთელობას!” – წერს პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ
შემდეგი სტატია„აფხაზეთი საქართველოა!“- განაცხადეს საერთაშორისო ვიდეოკონფერენციაზე რუსმა მეცნიერებმა, რომლებსაც კრემლის დერეფნებში მუშაობის გამოცდილებაც გააჩნიათ