21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

გიორგი პატარიძე: თუ ხოშტარიაზე ბრიფინგებით საუბარს გააგრძელებენ, იძულებული ვიქნები, სხვა ნაბიჯები გადავდგა

სპეცილური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ელენე ხოშტარიას მხარეს „აბსურდის თეატრის“ მოწყობაში ადანაშაულებს და სხვა ნაბიჯებით იმუქრება.

„სანამ ჩვენ არ შევაფასებთ რეალურ მდგომარეობას მის მკურნალ ექიმთან ერთად, ეს არის, კიდევ ერთხელ განვმეორდები, მართლაც რომ აბსურდის თეატრი იმიტომ, რომ ბრიფინგებით საუბარი, როდესაც ექიმი გამოდის და იძახის, რომ ადამიანი განიცდის, ასე ვთქვათ, საშინელ ტკივილებს და ამ დროს ბრიფინგებით ესაუბრები პენიტენციურ სამსახურს, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ, არ ვიცი, ყველაფერს მოკლებულია. მინიშნებით გეტყვით, რომ მე რატომღაც, თუნდაც 2026 წლის, დაახლოებით ალბათ თებერვლის თვე იყო, რომ საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიასგან. საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მე მისგან. ამას თავად მიხვდება. ამას მოგვიანებით გეტყვით. თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ, ასე ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ საქმეზე, ხომ? და კონკრეტული პროცესების მართვაზე, ნუ, მაშინ მე უკვე იძულებული ვიქნები, უკვე სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა მე ვიცავ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ”, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.

banner
წინა სტატიაში„ოპოზიციის ალიანსი“ : ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა
შემდეგი სტატია„ამ ტერორის შედეგად მსხვერპლი თითქმის ყოველდღეა“ -ზელენსკი