გიორგი პატარიძე: “დიფ სთეითი” ივანიშვილის რეჟიმს შამფურზე ატრიალებს უახლესი კვირეებში“

„ქართული ოცნების“ და სატელიტი პარტიების თუ მათი პროპაგანდისტების ლექსიკა შეიცვალა ამ ბოლო კვირაში და ირანის ისლამური (!!!) რესპუბლიკა, შაჰ აბასის შთამომავლები, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად წარმოგვიდგინეს. კობახიძეც შემთხვევით იქ არ დასეირნობდა თეირანში ისრაელის და დასავლეთის მტრების გარემოცვაში“ – აცხადებს პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე, პოლიტტექნოლოგი გიორგი პატარიძე.
„მორიგი დასტური, რომ ტრამპის ადმინისტრაციასა და რუსეთს შორის დათბობა ნავარაუდევი არ უნდა იყოს. შესაბამისად “დიფ სთეითი” ივანიშვილის რეჟიმს შამფურზე ატრიალებს უახლესი კვირეებში.
რუსეთმა, გაანალიზა რა, აშშ , რესპუბლიკური პარტიასა და ტრამპთან ურთიერთობის არასახარბიელო პერსპექტივა, და დააიგნორა რა პრეზიდენტი ტრამპის პირდაპირი გზავნილი ირანის მიმართ, გააფორმა ისლამურ რესპუბლიკასთან დამატებითი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება.
პუტინი არ გადის რუსეთიდან, ამიტომ, დოკუმენტს მოსკოვში მოაწერეს ხელი. ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ეახლა ტირანს და 20 წლიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
თანამშრომლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთს შორის დაიდო სამხედრო, პოლიტიკურ, სავაჭრო და “კვლევით” სფეროებში. დოკუმენტის დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია.
რიგი წყარო და ექსპერტი მიუთითებს, რომ ხელშეკრულება შესაძლოა მოიცავდეს საერთო თავდაცვის პირობებსაც.
რუსეთმა უკვე მოაწერა ბელორუსთან და ჩრდილო კორეასთან მსგავს დოკუმენტს ხელს.
„ქართული ოცნების“ და სატელიტი პარტიების თუ მათი პროპაგანდისტების ლექსიკა შეიცვალა ამ ბოლო კვირაში და ირანის ისლამური (!!!) რესპუბლიკა, შაჰ აბასის შთამომავლები, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად წარმოგვიდგინეს. კობახიძეც შემთხვევით იქ არ დასეირნობდა თეირანში ისრაელის და დასავლეთის მტრების გარემოცვაში…
რეჟიმის მხარდამჭერებს თუ ესმით, რომ თუ საქართველოში ოლიგარქიული სისტემა არ ჩამოვშალეთ ყველამ ერთად, ჩვენ – საქართველო , ვრჩებით ოკუპანტი რუსეთის, ირანის ისლამური (!) რესპუბლიკის, გიჟ-გადარეული ჩრდილოეთ კორეის, დიქტატორული ბელორუსის “სამეგობროში….?!!
თურქეთიც და აზერბაიჯანიც კი, უკმაყოფილო იქნება ჩვენი ირანთან “სტრატეგიული მეგობრობის”…
მერე გინდა “გლობალურ ომის პარტია ” – ს დააბრალეთ და გინდა უცხოპლანეტელთა რეპტილოიდ რასას –
საქართველოს უზურპატორ რეჟიმთან არ იმეგობრებს არც აშშ, არც გაერთიანებული სამეფო , არც ისრაელი, არც ევრო კავშირი, არც კანადა, არც ავსტრალია, იაპონია და მოკლედ, 198 სახელმწიფოდან ჩვენ შეგვრჩება 20-დე ჩამორჩენილი, ფსკერზე მყოფი აზიურ – აფრიკელი ქვეყანა, მეტწილად რადიკალური ისლამური და ჩვენც დავეშვებით იმავე ფსკერზე…
როგორ მაინტერესებს საპატრიარქოს შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან ან ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერებთან…. გვიან არ იყოს მერე “ოხვრა”…
ირანის ისლამური რესპუბლიკა თუ კვლავ გააგრძელებს ბირთვული იარაღის წარმოების განვითარების პროგრამას, ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას (არა მხოლოდ აშშ და ისრაელის წინააღმდეგ, არამედ არაბული ქვეყნების მტერიც არის ჩვენი მომავალი “სტრატეგიული პარტნიორი”…) , არ შეწყვეტს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ აქტივობებს, მაშინ, როგორც უკვე ორგზის დაჰპირდა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ტრამპი – მას (ირანს) ელის doomsday – “განკითხვის დღე”…!
“ქართული ოცნება” კი გვიმტკიცებს, რომ ტრამპთანაც “დაალაგებს” და ირანთანაც სტრატეგიული პარტნიორი იქნება. ეს ან შიზოფრენიის უკვე გამოკვეთილი ნიშნებია ან კვლავ გათვლაა, რომ მათი მხარდაჭერები ვერ ხვდებიან რა ხდება ქვეყანაზე…
#ჩვენი , საქართველოს ადგილი, ისტორიულად, ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაცია.
მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის მთის კალთაზე, აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე ვარსებობთ, ჩვენი შინაგანი კომფორტი მუდამ იხრებოდა პარიზის, რომის, ბერლინის, ლონდონის თუ მადრიდის მიმართ.
ჩვენი ქვეყნის ისტორიული მოწინააღმდეგეები და მოქმედი ოკუპანტი, როგორ უნდა გახდეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი..
მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ივანიშვილს და მისი რეჟიმის ჭინკა-ჭუნკებს ძალაუფლების შენარჩუნება სურთ და ჩვენი სამშობლოს საკუთარ ბოსტნად გადაქცევა? !!
სად გაქრება “ენა, მამული, სარწმუნოება”?! წინაპრების ძვლების ტირილი და ღაღადი აღარ ესმით ახლა “ქოცებს”?
რუსეთი – ირანი და ჩრდილოეთ კორეა?! Really?! ნუთუ!?
#ჩვენ , საქართველოს მოქალაქეები, ამას არ შევეგუებით!“ – წერს პატარიძე სოცქსელში.

banner
წინა სტატიაშიჯო უილსონი – მადლიერი ვარ მივიღო საქართველოს ეს დროშა, რომელსაც ამ ქვეყნის მამაცი ხალხი ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ თავის პროტესტებზე ატარებდა
შემდეგი სტატიაჯინ შაჰინი – ზვიად ქორიძეზე თავდასხმა ადასტურებს „ქართული ოცნების“ დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ მტრულ განწყობას