გიორგი პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება პრემიერმინისტრი

გიორგი პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება პრემიერმინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქმის დეტალების გარკვევა მან მთავარ პროკურორს დაავალა.

“პოლიტიკური შეფასებისგან თავს შევიკავებ, ერთადერთი მინდა გითხრათ, რომ ამ განცხადების შემდეგ, სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში მე დავუკავშირდი ტელეფონით გიორგი პაპუაშვილს, ასევე ვესაუბრე გენერალურ პროკურორს და შევთავაზე გიორგი პაპუაშვილს, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რასაც ის ფლობს, გენერალურ პროკურატურას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრაც არ გამორიცხა.

მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ გიორგი პაპუაშვილს უკვე გაუგზავნეს შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ. დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

გიორგი პაპუაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლეებზე.

banner
წინა სტატიაში“ბრალდებები სერიოზულია”- იან კელი პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა საკონსიტიუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შესთავაზა დახმარება – არის თუ არა, მყისიერი ჩარევა საჭირო ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით