გიორგი პაპუაშვილის 6 საათიანი გამოკითხვა დასრულდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გამოკითხვა დასრულებულია. გიორგი პაპუაშვილი გამომძიებლების კითხვებს 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამომძიებელმა სასამართლოს შენობა უკვე დატოვა, მანამდე კი მცირე კომენტარი გააკეთა.

გამომძიებელი ამბობს, რომ გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვის დროს ყველა კითხვა დაისვა, რაც მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს უკავშირდებოდა.

პროკურატურის თანამშრომელი ამბობს, რომ მოსამართლეების გამოკითხვა სამომავლოდ აღარ იგეგმება.

პაპუაშვილი ბოლოა მოსამართლეთა კორპუსიდან, ვინც სასამართლოზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტებზე ჩვენება მისცა. მანამდე, თითქმის ორი კვირის განმავლობაში პროკურატურაში მოსამართლეები დაკითხვაზე დადიოდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილისთვის მოსამართლეებზე მიმდინარე ან განხორციელებული ზეწოლის ფაქტების საქმის კურსში იყვნენ, ნაწილმა შესაძლო პირებიც დაუსახელა გამოძიებას.

განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე კვირის წინ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, გამოძიება კი განცხადების გაკეთებიდან მესამე დღეს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგინება და შეურაცხყოფა – ხელჩართული ჩხუბი სტუდიაში
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი და პირველი ლედი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს შეხვდნენ