გიორგი პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხვდება.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ბოლო დროს მის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ესაუბრება.

განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ზეწოლის თაობაზე პაპუაშვილმა 21 ივლისს გააკეთა.

ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთოს.

banner
წინა სტატიაშინინო სალუქვაძე : საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმის დიზაინი არ შეიცვლება
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა სოფელ ტყვიავში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა