გიორგი პაპუაშვილი : სამ კვირაში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ სასამართლომ შეძლოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება, – ასე უპასუხა გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, მოასწრებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ახლანდელი შემადგენლობით ე.წ. გახმაურებული საქმეების განხილვას.

“დარჩენილია სამი კვირა და ამ დროში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება“, – აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დეტალურად არ უსაუბრია იმ პროცესებზე, რატომ ვერ მოახერხა საკონსტიტუციო სასამართლომ შეკრება ამ დრომდე.

საქართველოს პრეზიდენტმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა.

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს შეცვლიან.

პაპუაშვილი და ვარძელაშვილი ყოფილი პრეზიდენტის კვოტით იყვნენ დანიშნული და უფლებასმოსლების ვადა ეწურებათ.

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უფლებამოსილების შესრულებას 30 სექტემბრიდან დაიწყებენ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
შემდეგი სტატია30 ოქტომბერს, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება