გიორგი პაპუაშვილი : საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო დაემტკიცებინა, რომ შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს

საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო დაემტკიცებინა, რომ შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა-ეს განცხადება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა გააკეთა. გიორგი პაპუაშვილმა გამოთქმულ ბრალდებებს და მოსამართლეების ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. ჟურნალისტების კითხვაზე, შეძლებს თუ ვერა 30 სექტემბრამდე პლენუმი შეკრებას, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ისინი ყოველდღე მუშაობენ და ხელფასსაც“ იღებენ.

“საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციებისა სახელმწიფოს სხვადასხვა შტოებს შორის, მას შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა და პრინციპები და გააგრძელოს ამ კუთხით საქმიანობა,”-განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძე ლაგაზიძის ბრალდებებს პასუხობს – “ჩვენი პრიორიტეტია პარლამენტში შევიდნენ საქმის მკეთებლები და არა მოლაპარაკეები”
შემდეგი სტატიამერაბ ტურავა : საკონსტიტუციო სასამართლო არ აპირებს მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირებას