გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურორთან შეხვედრის აზრს ჯერ-ჯერობით ვერ ხედავს

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვის სადარაჯოზე დგანან.

„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დამატებით ინფორმაციას მივაწვდი. ორჯერ გაგზავნილია წერილი მთავარ პროკურატურაში ზეწოლის ფაქტებზე, არც ერთზე რეაგირება არ ყოფილა. წერილიც კი არ გამოუგზავნიათ. ორჯერ ტელევიზიით განვაცხადე, მათ შორის იუსტიციის მინისტრზე, მაგრამ გამოძიება არ ყოფილა. არავითარი ნდობა არ არის. ამიტომ უნდა შევიმუშაოთ მექანიზმი პრეზიდენტთან პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთან ნდობა აღდგეს, რომ მოსამართლეებმა საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია მიაწოდონ”, – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის აზრს ჯერ-ჯერობით ვერ ხედავს.

„მგლების ხახაში რომ წერილებს აგზავნი და იქიდან კიდევ რაღაცას გიგზავნიან, არ შეიძლება შეხვედრა. თუ შევთანხმდებით პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, მაშინ აზრი ექნება მისვლას. პრემიერ-მინისტრი როცა მოიცლის შევხვდები აუცილებლად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას სიძე გაჩხრიკეს
შემდეგი სტატია“ძალიან გამიჭირდება ამაზე რაიმე სერიოზული ვთქვა”- ფიქრია ჩიხრაძე კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა