გიორგი პაპუაშვილი კიშინოვში კონგრესს დაესწრო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი 30-1 ივლისს კიშინიოვში დაესწრო შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის პირველ კონგრესს „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში“, რომელსაც ამჟამად მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ უმასპინძლა.
კონგრესს ესწრებოდნენ შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა მოლდოვის პრეზიდენტმა ნიკოლაი ტიმოფტიმ. კონგრესს დაესწრო ვენეციის კომისიის საპატიო თავმჯდომარე და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰანა სუჩოკა.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციის შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა 2015 წლის 26 ოქტომბერს ვილნიუსში და მას შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებმა მოაწერეს ხელი.

banner
წინა სტატიაშიათათურქის აეროპორტზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 11 ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე: “ახმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა თეა წულუკიანს ეკისრება”