გიორგი პაპუაშვილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სარჩელზე პირველ კომენტარს აკეთებს

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირებულ სარჩელზე პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც გიორგი პაპუაშვილმა განმარტა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ პირველ რიგში გადაწყდება, სარჩელი არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციაში.

“სარჩელი ჯერ მხოლოდ კანცელარიაში დარეგისტრირდა და შემდგომ რიგითობის მიხედვით დაიწყება განხილვა. პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს, რამდენად ჩვენი იურისდიქციაა ამ სარჩელზე. საუბარია ერთი და იგივე სქესის წარმომადგენლების ქორწინებაზე. შინაარსს ჯერ არ ვიცნობთ და როცა გავეცნობით შესაბამისი პროცედურების მიხედვით გადაწყდება რამდენად მისაღებია სარჩელი საერთოდ განსახილველად”, – აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

მოსარჩელე გიორგი ტატიშვილი ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ “ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა”.

banner
წინა სტატიაშიკანადა “ისლამური სახელმწიფოს” დაბომბვას შეწყვეტს
შემდეგი სტატიაზურაბ მელიქიშვილი: ცდილობენ ხელახლა გაიხსნას უვიზო რეჟიმი, და ეს გააფორმონ გამარჯვებად