გიორგი ფანცულაია : დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირადი ინფორმაციით აშანტაჟებენ

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო ემუქრება ბრალდებულს პირადი ინფორმაციით, ანუ პერსონალური ინფორმაციით – ეს არის შანტაჟი. მისი პირადი ცხოვრება არის მხოლოდ მისი ოჯახი. ასეთი მტკიცებულება საქმეში არც დევს“, – ასე უპასუხა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე პროკურორის შუამდგომლობას, სხდომის დახურვასთან დაკავშირებით.

„თუ მუქარის ნიშნები დაინახეთ, რატომ არ განაცხადეთ. გამოდის, ეს თქვენი შეფასებაა“, – განუცხადა პროკურორმა ადვოკატს.

“ციანიდის საქმის” პროკურორის თქმით, საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება და სასამართლო პროცესები სრულად უნდა დაიხუროს.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ რომ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს”- დავითაია
შემდეგი სტატია“ქართველი ხალხი არის ბოლო არბიტრი და აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს”- რურუა საკონსტიტუციო ცვლილებებზე