გიორგი ოთხმეზური პრეზიდენტზე: ქალბატონი სალომე არის

“ქალბატონი სალომე არის უვარგისი ადამიანი” – ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას.

ოთხმეზურის ამ კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 24 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. ინფორმაცია ცნობილი 16 სექტემბერს გახდა.

ასლან ბეჟანიძე 12-წლიანი ძებნის შემდეგ დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ჯერ საქალაქო სასამართლომ, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა.

2018 წლის 2 მარტს კი ბეჟანიძე ისევ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, მას განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა
შემდეგი სტატიაშეწყალების უფლებაზე მორატორიუმი არის ისეთივე მავნებლობა, როგორც ამ უფლების უსამართლოდ გამოყენება