გიორგი ოქროპირიძე მსაჯულებს თხოვნით მიმართავს ვერდიქტი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გამოუტანონ

საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები გიორგი ოქროპირიძისთვის ვერდიქტის გამოსატანად ემზადებიან, ისინი სათათბიროდ რამდენიმე წუთში გავლენ.

ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზში საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ, რომელმაც ნაფიც მსაჯულებს ალტერნატიული ვერდიქტის გამოტანა შესთავაზა.

მისი თქმით ლაშა მახარაძე ლადო ბერძენიშვილმა მოკლა და როგორც ოქროპირიძე აღნიშნავს ბერძენიშვილმა ჩადენილი მკვლელობის შესახებ მას თავად უამბო.

ბრალდებული ოქროპირიძე მსაჯულებს თხოვნით მიმართავს, რომ ვერდიქტი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გამოუტანონ. ოქროპირიძე მზადყოფნას გამოთქვამს მოიხადოს სასჯელი ამ მუხლით. საბოლოო სიტყვის ბოლოს, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ დანაშაული ჩაიდინა და არ შეატყობინა სამართალდამცველებს ბერძენიშვილის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლაშა მახარაძე მას არ მოუკლავს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: რატომ გადავდგე, მაშინ როცა საქმე ვაკეთებთ?
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა : უპრეცედენტოდ უზნეო, უსამართლო და ამორალური გადაწყვეტილება