გიორგი ნონიაშვილმა უბანზე არსებულ დარღვევებსა და ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტზე ბრიფინგი გამართა

“ევროპული საქართველოს” და საერთო ოპოზიციური შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატმა ჩუღურეთში გიორგი ნონიაშვილმა კიევის ქუჩაზე 24-ე უბანზე არსებულ დარღვევებსა და ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტზე ბრიფინგი გამართა.

„24-ე უბნის წინ იყო მოწყობილი “ბირჟა”, რომლებიც ამომრჩევლებს უთვლიდნენ ვინმე “მერცხალას” მიერ მოკითხვას, რომელიც ჩვენი ინფორმაციით იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, ეს ადამიანები საკმაოდ აგრესიულად იყვნვნენ განწყობილები და როცა მარტო დაინახეს ფიზიკურად იძალადეს მასზე, ჩვენ გვაქვს ფოტომასალა იმ ადამიანის ვინც აქტიურობდა და იძალადა ჟურნალისტზე“ – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” და საერთო ოპოზიციური შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატმა ჩუღურეთში გიორგი ნონიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა
„მოგესალმებით, მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ჩუღურეთის ოლქში, კიევის ქუჩის საქმესთან 24-ე უბანთან დაკავშირებით, ერთდროულად სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანა იყო ამ უბანზე მობილიზებული, როგორც კი საარჩვენო დამკვირვებლები გამოცნდნენ ეს მანქანა გაიქცა უბნიდან, ამავდროულად 24-ე უბნის წინ იყო მოწყობილი “ბირჟა”, რომლებიც ამომრჩევლებს უთვლიდნენ ვინმე “მერცხალას” მიერ მოკითხვას, რომელიც ჩვენი ინფორმაციით იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, ეს ადამიანები საკმაოდ აგრესიულად იყვნვნენ განწყობილები და როცა მარტო დაინახეს ფიზიკურად იძალადეს მასზე, ჩვენ გვაქვს ფოტომასალა იმ ადამიანის ვინც აქტიურობდა და იძალადა ჟურნალისტზე, ამ ყველა სიკეთესთან ერთად სუსის და კრიმინალების მობილიზებადთან ერთად “ქართული ოცნების” კოორდინატორები დადიოდნენ და ეწეოდნენ საარჩევნო აგიტაციას.“ – განაცხადა ნონიაშვილმა

banner
წინა სტატიაშიგიორგი გოგუაძე – იმერეთში სახეზე გვაქვს მოსყიდვისა და აგიტაციის ფაქტები უბნებზე, ასევე ე.წ კარუსელის შემთხვევა
შემდეგი სტატიაცესკო – ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 41.35 პროცენტი შეადგინა