გიორგი რუხაძის შეფასებით, NDI-ის კვლევები სანდოა და ქართველ პოლიტიკოსებს მისი შედეგების გათვალისწინებისკენ მოუწოდა

rukhadze34საქართველოს განვითარების ფონდის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი რუხაძის შეფასებით, NDI-ის კვლევები სანდოა და ქართველ პოლიტიკოსებს მისი შედეგების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

რუხაძის განმარტებით, NDI-ის გამოკითხვის შედეგი რომ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გამოკითხულთა 47% თავს იგივე მდგომარეობაში გრძნობს, 42% – უარესად, ეს არის საქართველოს მოსახლეობის განაჩენი ხერლისუფლების მიმართ.

“ეს რომ შევაჯამოთ, გასული 4 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ვითარება ან გაუარესდა, ან არ შეცვლილა. ეს არის განაჩენი საქათველოს ხერლისუფლების მიმართ, რადგანაც არ შეიძლება, 4 წლის განმავლობაში ქვეყანა ან არ ვითარდებოდეს ან რეგრესს განიცდიდეს”,- განაცხადა რუხაძემ “პირველ პრესკლუბში”.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო 2012 წელს არჩევნებზე მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულება.

“რა მიმართულებითაც იყო ძირითადი დაპირებები ხელისუფლების მხრიდან, ვერ შესრულდა და ეს პრობლემები წამოიჭრა და პირველ პლანზე გადმოვიდა”, – აღნიშნა გიორგი რუხაძემ.

ცნობისთვის, NDI-ის გამოკითხვის თნახმად, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გამოკითხულთა 47% თავს იგივე მდგომარეობაში გრძნობს, 42% – უარესად, 10% კი – უკეთესად.

ასევე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთ 66% თვლის, რომ ქვეყანაში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

banner
წინა სტატიაში„რა ვქნათ ახლა, ავყვეთ ამ გზააბნეულს და გავასაჯაროვოთ მიმოწერა? მოეწონება ეს თათია სამხარაძეს?“
შემდეგი სტატიანიკოლოზ მჟავანაძე ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს