„20 ივნისი არის დღე, როცა ქართვერმა ერმა გადაწვიტა და თქვა ქმედებით, რომ საქართველო არ გარუსდება და არასოდეს გახდება რუსეთის გუბერნია და სწორედ ამის გამოხატულება იყო, როცა შიშველი ხელებით ვიდექით დათვის ტყვიებს და მხუთავ აირს წინ“, — განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი მუმლაძემ გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა”.
ინფორმაციისთვის, ზუსტად რამდენიმე წლის წინ, 2019 წლის ამ დღეს, თბილისში უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და სისხლიანი მოვლენები განვითარდა, რომელიც საზოგადოებაში „გავრილოვის ღამის“ სახელით შევიდა. რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ მრავალათასიანი პროტესტი გამოიწვია.
2019 წლის 20 ივნისს თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა.
აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.















