გიორგი მუხიგულაშვილი: ძალოვნებს ყავთ გამოკვეთილი ლიდერი, მენეჯერი – სახელად გიორგი გახარია

უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნის გამო საკუთარ მოსაზრებაზე საუბრობს და მოვლენებს აანალიზებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ: “რატომ არიან ისტერიკაში გახარიას გამო, რას არ პატიობენ გახარიას და რატომ ხედავენ მასში დიდ პრობლემას, როგორც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ???

ჩვენ გვახსოვს ორი თვის წინ ზუგდიდის არჩევნებში პირში ჩალაგამოვლებული ნაცმოძრაობის წევრები, როდესაც ისინი რამოდენიმე სახეობის პროვოკაციას გეგმავდნენ და ყველა მხრივ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში.
ჩვენ გვახსოვს, ორი თვის წინ დაწყებული ბილწსიტყვაობის კამპანია, ნაცაქტივის პიარად ჩამოყალიბებული ტელე-კომპანია “რუსთავი 2” და მისი დირექტორი, როგორ უძღვნიდნენ ლაივებს და პირდაპირ ეთერებში აგინებდნენ (გახარიას), რადგან ერთგვარი კულტურა ჩამოეყალიბებინათ გახარიას გინების, მაგრამ აქაც ხალხმა კარგად გაიაზრა ყველაფერი და არ აყვა ჯალათების პიარ კამპანიას.
ჩვენ გვახსოვს, ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის გაუქმებული “ფეისბუქ” გვერდი, რომელიც გააქტიურდა მხოლოდ იმიტომ, რომ გახარიასთვის მოწოდებინა გადადგომისკენ და გვერდი ისევ გააუქმა მხოლოდ იმ იმედით, რომ გახარია გადადგებოდა და მისი გუნდის წევრები აცდებოდნენ პასუხისგებას, რომელიც პროკურატურამ დააყენა.
ჩვენ გვახსოვს, ყოფილი მაღალჩინოსნები, თუნდაც “ქართული ოცნების” დროს, რომლებიც მხილებულები იქნენ კორუფციაში და მათზე არსებობს საფუძვლიანი ეჭვები პასუხისგებაში მისაცემად. ზუსტად ეს ფენა გარიგდა ნაცმოძრაობის წევრებთან. ზუსტად კვირიკაშვილის გუნდი გაურიგდა ნაცმოძრაობის წევრებს მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერის იმედად, რომ ყველა მხარე მოგებული დარჩენილიყო გახარიას გადადგომით.
ჩვენ გვახსოვს, თუ რაოდენ დიდი სიმპათია მოიპოვა საზოგადოების შსს მინისტრმა და რაოდენ დიდ იმედს ხედავდნენ და ხედავს ხალხი მასში და ეს დღვანდელი ჩინოსნებისთვისაც პრობლემად იქცა.
დღეს ვერავინ ვერ ურეკავს გახარიას, ამა თუ იმ ადამიანის (მათი ახლობლების ნათესავების თუ ოჯახის წევრების) გამოსაშვებად,
დღეს ვერავინ ვერ ურეკავს გახარიას, იმიტომ რომ ნასვამი გადაადგილდება ავტომობილით და მას შეექნმა პრობლემა.
დღეს ვერავინ ურეკავს ამა თუ იმ ტენდერის ჩასაწყობად გახარიას და დღეს ვერავინ ვერ ურეკავს გახარიას ვინმე მათი ახლობლის დასაწინაურებლად.
ეს ზემოთჩამოთვილი ფაქტები გახლავთ ის, თუ რატომ არ მოსწონთ გახარია და რატომ არ უნდათ მისი ‘ოცნების” ხელისუფლებაში გაჩერება .
დღეს ჩინოვნიკი არის შეზღუდული კანონის ფარგლებში, რადგან ძალოვნებს ყავთ გამოკვეთილი ლიდერი, მენეჯერი – სახელად გიორგი გახარია !!!

 

გიორგი მუხიგულაშვილი

 

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, მის მიერ წარდგენილ დისციპლინურ საჩივრებზე რეაგირება მოახდინოს
შემდეგი სტატიანათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა