გიორგი მუხიგულაშვილი: ბესელიას უვადო მოსამართლეობა სურს უკანონო გარიგებებზე მხილებისგან თავის დასაცავად

უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი “ფეისბუქზე” სტატუსს წერს. მუხიგულაშვილის აზრით, ბესელიას მიზანია უვადო მოსამართლე გახდეს, რომ თავი აარიდოს პასუხისმგებლობებს, რომელიც ბესელიას წინაშე სხვადასხვა გარიგებების გამო შესაძლებელია დადგეს.

“მოგეხსენებათ, რომ ეკა ბესელია არის მხილებული რიგ გარიგებებში – შეწყალების კომისია, ფოთის ლიცენზიები,ფოთის ტენდერები და უამრავი სხვა რამ. აქედან გამომდინარე, ბესელიას თავდაცვისთვის და ბიზნესის შესანარჩუნებისთვის მხოლოდ უვადო მოსამართლეობაზე გამწესებაა რეალური. აქედან გამომდინარე, ატყდა კივილ-წივილი მას შემდეგ რაც ეკამ ვერ მიაღწია მიზანს და სიის გადათამაშება სკანდალებით სცადა. რა დროსაც {გაისმა} ზარი პროკურატურიდან და ეკა გაჩუმდა. ასე რომ უვადო მოსამართლის მანტიაში გაცილებით უკეთ უპატრონებს იმ ბიზნესებს, რასაც არაფორმალურად ფლობს და უკეთ შეინარჩუნებს იმ მილიონებს რასაც ამ წლების განმავლობაში დაეუფლა.

მიზანიც რა კარგი ქონია – უვადო მოსამართლეობა. არავინ მოსთხოვს პასუხს კორუფციაზე. არავინ მოსთხოვს პასუხს არაფერზე. 65 წლამდე ხელშეუხებლობა და 10.000 ლარი ხელფასი” – წერს მუხიგულაშვილი (სტილი დაცულია).

 

 

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პარლამენტმა მეის “ბრექზიტის” გეგმა არ მიიღო
შემდეგი სტატიასუს-მა გურიის გარემოსდაცვითი პატრულირების განყოფილების ყოფილი უფროსი მისცა პასუხისგებაში