გიორგი მიქაუტაძე: უნდა შეიზღუდოს სასამართლოს შენობებში ყველა იმ პირის გადაადგილება, ვისი იქ ყოფნაც განსაკუთრებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, სასამართლო შენობებში უნდა შეიზღუდოს ჟურნალისტების და ყველა სხვა პირის გადაადგილება, რომლის იქ ყოფნაც განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ამის შესახებ მან ჟურნალისტეთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან ერთად, ყველა სასამართლოს ექნება რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მედიასაშუალებებს საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში.

„უნდა შეიზღუდოს აუცილებლად როგორც ჟურნალისტების, ასევე მოქალაქეების, სხდომაზე დამსწრე პირების, ყველა იმ მხარის გადაადგილება სასამართლო შენობებში, რომლის იქ ყოფნაც არ წარმოადგენს განსაკუთრებულ აუცილებლობას, თუმცა მე შევეცდები, და ასეთივე რეკომენდაცია ექნება ყველა სასამართლოს, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მედიასაშუალებებს იმისათვის, რომ მოიპოვონ ინფორმაცია და მიიღონ ყველა ცნობა, რომელიც მათთვის იქნება საჭირო და საინტერესო ყველა კონკრეტულ მომენტში“ – განაცხადა მიქაუტაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე – უჩვეულო დაცულობის გრძნობაა, როცა ხედავ რომ შენი ხელისუფლება კრიზისს უმკლავდება