გიორგი მიქაუტაძე – პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებული, სასამართლოში მიმდინარე პროცესთან არანაირ კავშირში არ არის

არანაირ კავშირში არ არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებული, სასამართლოში მიმდინარე პროცესთან, – ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადებას.

გიორგი მიქაუტაძე ანა დოლიძის ბრადებებს აბსურდს უწოდებს.

„ანა დოლიძის კომენტარი აბსოლუტური აბსურდია. ჩვენი ზოგიერთი არამოსამართლე წევრის სურვილი, რომ გააკრიტიკოს და დააბრალოს სასამართლო სისტემას ყველაფერი ცუდი იმდენად დიდია, რომ ყველა ფაქტი, ყველა მოვლენა, რაც ქვეყანაში მოხდება, რომელ ხელისუფლებაში და რომელ უწყებაშიც არ უნდა მოხდეს, პარალელების გავლება სასამართლოს სისტემასთან ხდება. არანაირ კავშირში არ არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებული, სასამართლოში მიმდინარე პროცესთან და იმ პროცესთან, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ კონკრეტულ საქმეზე, როგორ განიხილა ესა თუ ის საქმე. მით უმეტეს, საქმე გვაქვს გამამტყუნებელ განაჩენთან. უკვე წარმოუდგენელია ეს სიცრუის კასკადი, რომელიც ამ ორ აროსამართლე წევრისგან მოდის. სასამართლოს სისტემას ჩრდილი მიაყენო, უკვე ყოველგვარ საზღვარს სცდება. უკვე მგონი, რაღაც იმპროვიზაციაში გადავიდნენ. ეს სრული აბსურდი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალებას გამოეხმაურა და უცნაური გადაწყვეტილება უწოდა. ამასთან, ანა დოლიძის თქმით, საეჭვო ნიშნები საქმესთან დაკავშირებით მან საერთო სასამართლოების ეტაპზე დაინახა.

banner
წინა სტატიაში,,ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ, მკვლელის შეწყალება”
შემდეგი სტატიაკაცს, რომელმაც სიძის მოკვლა სცადა, 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს