გიორგი მიქაუტაძე მონაკოში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე მონაკოში ითამაშებს – იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, რომ მიქაუტაძესა და მონაკოს შორის ოფიციალურად კონტრაქტი ხვალ, 13 ივლისს გაფორმდება.

ამასთანავე, ჟურნალისტის ცნობით, ქართველ ფეხბურთელსა და მონაკოს შორის სიტყვიერი შეთანხმება წინა კვირას შედგა.

მონაკო გიორგი მიქაუტაძესთან შაბათს ხელშეკრულებას დადებს. სიტყვიერი შეთანხმება მონაკოსა და მეცს შორის, ასევე მიქაუტაძესა და მონაკოს შორის გასულ კვირას შედგა. მიქაუტაძე შაბათს გაფრინდება მონაკოში სამედიცინო გამოკვლევებისა და კონტრაქტის გასაფორმებლად. პაკეტის ღირებულება იქნება 20 მილიონი ევრო, პლუს დანამატები Metz-ისთვის”, – წერს ფაბრიციო რომანო.

banner
წინა სტატიაშიამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფით ადამიანი გარდაიცვალა – სურსათის ეროვნული სააგენტო
შემდეგი სტატიასინამდვილეში ამერიკის პოზიცია სამჯერ უფრო მკაცრია – დოლიძე