გიორგი მიქაუტაძე – მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილებაა

მამუკა ახვლედიანის გადაყენება საბჭოს გადაწყვეტილებაა და მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ამასთან, გიორგი მიქაუტაძემ საქალაქო სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული მოხდეს გადაადგილებები.
“სასამართლოში პრობლემები არსებობს და ვიმუშავებთ მათ გამოსწორებაზე. გადასახედია, როგორც საქმეთა გადანაწილება, ასევე აპარატის ფუნქციები და არ არის გამორიცხული იყოს გადაადგილებები”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

ამასთან, საქალაქო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ მედიასთან საუბარში მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებსაც უპასუხა.

“საკითხები, ყველაფერი გავლილია უკვე. საჩივრები იყო განხილული შესაბამის ინსტანციებში. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – აღნიშნა მიქაუტაძემ.
კითხვაზე, დაჯარიმებული ჰყავს თუ არა “ქართული ოცნება”, მიქაუტაძემ განაცხადა, რომ არ ახსოვს.

“შესაბამისი გადაწყვეტილება “შეგიძლიათ ნახოთ”, – მიმართა მან ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მისი თქმით, პოსტის დაკავების შემდეგ დაესკირა.
“საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის პრივილეგია არ არის. ეს პირველ რიგში არის დიდი პასუხისმგებლობა, არის ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი და ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რომ ამ საქმის კეთებას გავართვა თავი”, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე ჟურნალისტებს – რა გინდათ ახლა გეჩხუბოთ?
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე სოფელ თედოწმინდას მოსახლეობას შეხვდა