გიორგი მიქაუტაძე – იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების პროგნოზები ხშირად გვსმენია, თუმცა არ გამართლებულა

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების პროგნოზები ხშირად გვსმენია, თუმცა არ გამართლებულა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის საპასუხოდ, სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

სხდომაზე მოსამართლეთა კანდიდატების უვადოდ დანიშვნა-გადანიშვნის კენჭისყრა უნდა ჩატარდეს. მიქაუტაძის თქმით, საბჭოს არამოსამართლე წევრების ქმედებები გაუგებარია.

„არამოსამართლე წევრების პროგნოზები ძალიან ხშირად გვსმენია, თუმცა პროგნოზი არ მართლდება ხოლმე. ის მიზნად ისახავს პროცესის დისკრედიტაციას.

რაც შეეხება კონკურსის გაჭიანურებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. როდესაც კონკურსი დაიწყო, უზენაესის თავმჯდომარემ დატოვა თანამდებობა, ამის შემდეგ გარკვეული პროცესები მიმდინარეობდა, რაც ობიექტურად იწვევდა პროცესის გაჭიანურებას. ამასთან ერთად, საბჭოს არამოსამართლე წევრები აკეთებდნენ მოწოდებებს, რათა კონკურსი შეფერხებულიყო. ახლა კი, ამბობენ, რომ კონკურსი გაჭიანურდა. ასეთი მიდგომები ჩემთვის გაუგებარია”,- განაცხადა მიქაუტაძემ.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანული გზის გამყვანი ტექნიკა ჩიჩხიტურისკენ მოიწევს-მზად ხართ დადგეთ და იბრძოლოთ ჩვენი მიწა-წყლისთვის?!-დავით ქაცარავა დავით გარეჯზე
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი – ქვეყნის უშიშროების სამსახური არსებულ რესურსს ოპოზიციის წარმომადგენლების ფარულ მიყურადებაზე ხარჯავს