გიორგი მიქაუტაძე ეს არის ის „ჯალათი“ მოსამართლე

პარტია “თავისუფალი საქართველოში” გიორგი მიქაუტაძის იუსტიციის საბჭოს წევრად დანიშვნას აპროტესტებენ.

“იუსტიციის საბჭოს წევრად გასულ კვირას აირჩიეს თბილსის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე – გიორგი მიქაუტაძე. ეს არის ის „ჯალათი“ მოსამართლე, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში (და ახლაც) ხელისუფლების განსაკუთრებით ბინძურ დავალებებს ასრულებდა.
გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეთილებით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დაეკისრა ცნობილი მილიონიანი ჯარიმები. მიქაუტაძის დანიშვნა იუსტიციის საბჭოში, რომელშიც უკვე არიან წარმოდგენილი მურუსიძე და მისი ამფსონები, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არც კი ფიქრობს და არც კი ცდილობს სასამართლო სისტემის გაწმენდას ადეიშვილი-მერაბიშვილის დამნაშავე კადრებისაგან.
მოვუწოდებთ საქართველოს ოპოციურ პარტიებს და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, შევიმუშაოთ ერთიანი სტრატეგია, რათა მოვაწყოთ ფართომასშტაბიანი პროტესტი და იუსტიციის საბჭოდან გამოვყაროთ დამნაშავეები და ივანიშვილის მარიონეტები”-ნათქვამია პარტია “თავისუფალი საქართველოს” განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშინატო არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ. რეფერენდუმს
შემდეგი სტატიამეწყვილემ ჩვენება მეუღლის, სუს-ის თანამშრომლის დავალებით შეცვალა