გიორგი მიქაუტაძე ელენე ხოშტარიას განცხადებას არასერიოზულს უწოდებს

region
ავტ.: region ივნისი 3, 2019 17:33

გიორგი მიქაუტაძე ელენე ხოშტარიას განცხადებას არასერიოზულს უწოდებს

უსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე არასერიოზულს უწოდებს დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიაში ე.წ. კლანს გაზრდილი შემადგენლობა ჰყავს.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, შესაძლოა, მსგავსი განცხადებები მიმართული იყოს იმ ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად, რომლებიც საქმეში ჩახედული არ არიან.

„ჩემი აზრით, ასეთი შეფასებების გაკეთება არის არასერიოზული. ვინც კარგად იცნობს საკითხს, ამ შეფასებებს სერიოზულად ნამდვილად ვერ აღიქვამს. მსგავსი განცხადებების გაკეთება შესაძლებელია, მიმართული იყოს მათი შეცდომაში შეყვანისკენ, ვინც საკითხში კარგად არ ერკვევა“, – აცხადებს მიქაუტაძე.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი პროცედურა დეტალურად არის გაწერილი და კანონში ყველანაირი ტიპის დაზღვევა ჩადებულია.

„თითოეული საფეხური გაიწერა ორგანულ კანონში, თითო ნაბიჯი, რომელსაც დგამს კანდიდატი, შემდეგ საბჭო, შემდეგ საქართველოს პარლამენტი. ასეთი დეტალური პროცედურა არ მახსენდება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაში იყოს გაწერილი მოსამართლის შესარჩევად. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ცვლილებები არ განხორციელებულა, ცვლილებები იყო არსებითი, შეიძლება ითქვას ზედმეტად დეტალურადაც. არის გაწერილი ყველა პროცედურა და ყველა დაზღვევა ჩადებულია კანონში, მათ შორის ძალიან ხმაურიანი იყო ინტერესთა კონფლიქტის საკითხები, ესეც გადაზღვეულია. ყველა კანდიდატს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობები, წარმოაჩინონ თავი საბჭოსა და პარლამენტის წინაშე“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ დღეს განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში კლანის შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერებულია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა.

region
ავტ.: region ივნისი 3, 2019 17:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics