გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმარი, 21 წლის სტუდენტი, გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში პროტესტით და შეძახილებით შეხვდნენ.

გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმანდატურის ნაცემ მოქალაქეს ცხვირი აქვს გატეხილი
შემდეგი სტატია“მონებო!” – გიორგი მინდაძის განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს ეზოში ხმაური მოჰყვა