გიორგი მღებრიშვლი: შსს დიდ მნიშვენლობას ანიჭებს განათლებული კადრების მოზიდვას

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ ძალოვან უწყებასა და მასზე დაქვემდებსრებულ 15 სტრუქტურულ ერთეულში დასაქმდნენ.

კარიერული წინსვლის ფორუმი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა.

მინისტრის განცხადებით, უწყება ძალიან დიდ მნიშვენლობას ანიჭებს განათლებული კადრების მოზიდვას, რადგან განათლება არის ყველაზე მძლავრი იარაღი.

„ის, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ემსახუროთ თქვენს ხალხს, თქვენს ქვეყანას, ძალიან მნიშვნელივანია, აქ წარმოდგენილი ხართ დაახლოებით 13 სასწავლებლიდან 200-ზე მეტი სტუდენტი. თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებმაც უახლოეს მომავალში უნდა გადაიბაროთ ქვეყნის მართვის სადავეები და ჩვენ ამაში მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ. მე ზუსტად ვიცი პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება განათლებისადმი, მე ზუსტად ვიცი პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება კვალიფიციური კადრებისადმი. დღეს, რომ ჩვენ აქ შეკრებილები ვართ, პრემიერის დავალებაა. მისი დავალებაა, რომ ყველა უწყებამ უნდა გახნას კარი მომავალი თაობისთვის, განათლებული, განვითარებული თაობისთვის, რომლებიც ორიენტირებული ხართ პროგრესზე. თაობისთვის, რომლებიც აღჭურვილი ხართ ყველაზე მძლავრი იარაღით – განათლებით, როგორც უკვე ვთქვი”, – განაცახადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა უწყების თვისობრივი განვითარების ახალ ეტაპზე.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: შენიშვნა რაც სტრასბურგიდან მოვიდა , არ უნდა დარჩეს არანაირ ჩრდილში
შემდეგი სტატიამთავარი პროკურატურა – ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა