გიორგი მღებრიშვილმა თურქ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ეფკან ალას სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

გიორგი მღებრიშვილი ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 13 მარტს თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების გამო.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას, ქმედებებს, რომლებსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. მჯერა, თურქეთის მთავრობა ძალას არ დაიშურებს, რათა აღმოფხვრას ყოველგვარი ტერორისტული აქტივობა თურქეთის ტერიტორიაზე.

მწუხარების ჟამს, სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს. თურქ ხალხს გამძლეობასა და მხნეობას ვუსურვებთ“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიათსუ-ში დღეს აქციის გაგრძელებას გეგმავენ – გაზრდილია სტუდენტთა მოთხოვნები