გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მაშველებს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს საგანგებო სიტუაციების
მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების
სამმართველოში სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ
ღონისძიებას დაესწრო.
შს მინისტრმა სააგენტოს პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სამოქალაქო
თავდაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. გიორგი მღებრიშვილმა, ღონისძიებაზე
მოწვეულ სტუმრებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების
სამმართველოს ეზოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გამოფენა და სააგენტოს
ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა. აღნიშნული შენობა აშშ-ს
ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში აშენდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად
ქაწაშვილმა შს მინისტრსა და დამსწრე სტუმრებს გასული წლის განმავლობაში
გაწეული საქმიანობის, მათ შორის, სააგენტოს ახალი საიტის შესახებ
პრეზენტაცია წარუდგინა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ჩატარდა სიმულაციური ჩვენება: ხანძრის
ქრობა, ქიმიურ ინციდენტზე რეაგირება, დაზარალებულის სიმაღლიდან ჩამოყვანა
და ძაღლის დახმარებით ნანგრევებიდან ამოყვანა.
სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიორგი
მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმატებული
თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა ჟურნალისტს ძალის გამოყენებით გადაღებული ვიდეო მასალის წაშლა მოსთხოვა
შემდეგი სტატიაშს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გერმანულ მედიაში საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ საუბრობს