გიორგი მღებრიშვილი : ვიდრე მინისტრი ვარ, ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ხელს ვერავინ დააფარებს

მანამ, სანამ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ხელს ვერავინ დააფარებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც დემურ სტურუას ახლობლები ეჭვობენ, რომ ეჭვმიტანილ პოლიციელს ადგილობრივი პოლიცია მფარველობს.

რაც შეეხება უშუალოდ დემურ სტურუას საქმის გამოძიებას, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.

„მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა ეტაპზეა გამოძიება. რაც შეეხება მფარველობას, აბსოლუტურად აბსურდია, სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერც ერთ ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს, ვერ დააფარებს ხელს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რატომ ვერ ხდება ამ დრომდე ეჭვმიტანილის დაკავება, მინისტრმა განმარტა, რომ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
„ზოგს აკავებენ ერთ კვირაში, ზოგს ერთ თვეში, ზოგჯერ ძებნის ღონისძიება ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი მოვძებნოთ და ის წარდგეს გამოძიების და მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში ინტერპოლის გენერალური სამდივნოს კონფერენცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშს მინისტრი : ბოლო პერიოდში ისტერიული ხასიათი მიიღო პოლიციელების დადანაშაულებამ