გიორგი მღებრიშვილი: უბნის ინსპექტორს ოჯახის მეგობრის ფუნქცია ექნება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, უწყებაში უბნის ინსპექტორის ახალი კონცეფცია შემუშავდა.

გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე შსს-ში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ასევე იგეგმება, დნმ-ის ბანკის შექმნა საგამოძიებო შესაძლებლობებისა და დანაშაულის პრევენციის ფუნქციის გაძლიერებისთვის.

“შსს-ში რეფორმები გრძელდება. გაგრძელდება კრიმინალური პოლიციის მოდერნიზება, რაც გააუმჯობესებს პოლიციის შესაძლებლობებს დანაშაულის პრევენციისა და ბრძოლის კუთხით. დანაშაულის პრევენციისთვის ვგეგმავთ ვიდეო მონიტორინგის გაფართოებას და განვითარებას. შეიცვლება მუშაობის მეთოდოლოგია. ვაყალიბებთ ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას, ვგეგმავთ დნმ-ის ბანკის შექმნას და აღნიშნულით, საგამოძიებო შესაძლებლობებისა და დანაშაულის პრევენციის ფუნქციის გაძლიერებას. მოხდება პოლიციის დანაყოფებისთვის აუციელებელი ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება და აღჭურვა. გაგრძელდება საზღვრის მართვის რეფორმა. შემუშავებულია უბნის ინსპექტორის ახალი კონცეფცია, ეს არის უბნის ინსპექტორი, რომელიც იქნება ოჯახის მეგობარი და აღარ ექნება გამომძიებლისა და ოპერატიული მუშაკის ფუნქცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არალეგალურ მიგრაციას და მასთან დაკავშირებული რისკების მართვას”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: ჩვენი გეზი შეუქცევადია, ეს არის დასავლური სტანდარტები
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: მოსამართლეს ვიღაცამ საავადმყოფოში განჩინებაზე ხელის მოწერა აღარ უნდა აიძულოს