გიორგი მღებრიშვილი: ნამდვილი დასავლური ღირებულებების სახელმწიფო არის ის, სადაც პატივს სცემენ პოლიციელს

ნამდვილი დასავლური ღირებულებების სახელმწიფო არის ის, სადაც პატივს სცემენ პოლიციელს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ნამდვილი დასავლური ღირებულებების სახელმწიფო არის ის, სადაც პატივს სცემენ საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე დაცემულ გმირებს.

შს მინისტრის თხოვნით, ღონისძიებაზე დამსწრეებმა დაღუპული პოლიცილების ხსოვნას პატივი მიაგეს.

”რამოდენიმე წუთის წინ აქ შესრულდა საქართველოს ჰიმნი, რომელიც შეასრულა ვაჟთა გუნდმა. ამ ბიჭების ხმებს შორის ერთი განსაკუთრებულად მომწვდა. აქ დგას ჩვენი გარდაცვლილი პოლიციელის ბექა მარგიშვილის ვაჟი. მე ზუსტად ვიცი რა სულისკვეთებით იზრდება ის. მე ზუსტად ვიცი, მან იცის, რომ ის გმირის შვილია. დიახ მეგობრებო, პოლიციელი გმირია, ხოლო ნამდვილი დასავლური ღირებულებების სახელმწიფო არის ის, სადაც პატივს სცემენ პოლიციელს და საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე დაცემულ გმირებს.

მე ვიცი რას ნიშნავს პოლიციელების ერთად დგომა და რა ძალა აქვს ამას. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ვიდგეთ ერთად და ჩვენი მისიის კეთილისნდისიერი შესრულებით, ჩვენი თავდადებით ხელი შევუწყოთ საქართველოს სტაბილურობასა და განვითარებას.

ჩვენ გამოვუცხადეთ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალს და ამ ბრძოლაში თითოეული თქვენგანთაგანის სულისკვეთებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დიახ, მე კარგად მესმის, რომ პოლიციელების ერთიანობის ძალას ალტერნატივა არ აქვს”, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ გვყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია, რომელსაც ენდობა და რომლის იმედიც აქვს საზოგადოებას “
შემდეგი სტატიამყინვარწვერზე რუსეთის მოქალაქე დაიღუპა