გიორგი მღებრიშვილი : მივმართავთ ყველა მსხვერპლს, არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით

ყველა იმ ადამიანის პირადი მტერი ვიქნები, ვინც აღმართავს ხელს ქალზე, ბავშვზე, მოხუცზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ოჯახიში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია შს მინისტრის ინიციატივით დაიწყო და ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს შს სამინისტროს ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ფარგლებში ხორციელდება.

კამპანიის მიზანია, ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. ღონისძიებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

“არ შეშინდეთ, არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, მთელი ჩვენი უწყება 40 000 ადამიანი თქვენს გვერდით ვართ, იმისთვის რომ დაგიცვათ”,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში თვეში 5000-მდე პაციენტის ჩართვაა შესაძლებელი