გიორგი მღებრიშვილი: კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების შესაძლოა, უახლოეს საათებში დააკავონ

შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, უახლოეს საათებში შსს მიმართავს სასამართლოს, რათა გასცეს განჩინება კორცხელის დაპირისპირებაში ინდენტიფიცირებული პირების დაკავების თაობაზე.

მინისტრის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს, დაკითხულია მოწმეები და დანიშნულია ექსპერტიზა.

ამასთან, მღებრიშვილმა ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდა, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზიო განცხადებებითა და გამოძიებასთან აქტიურად ითანამშრომლონ.

“ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც დაცული უნდა იყოს. მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხა მოწმეები, დაინიშნა ექსპერტიზა. უახლოეს საათებში თუ არა, დღეებში მაინც, შსს სასამართლოს მიმართავს გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან”, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეის ელჩი: “ტრამპის იდეა კიმ ჩენ ინს შეხვდეს, ბოდვაა”
შემდეგი სტატიაკადიროვი: რუსეთთან ხუმრობა და თამაში არ ღირს